ფეხბურთი

21:30 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" მცველი: "კვარაცხელია შესანიშნავია, მაგრამ შესწავლილი მყავს"

ფლორენციის „ფიორენტინას“ მცველმა მაიკლ კაიოდემ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მას ხვიჩა კვარაცხელიასთან დუელზეც ჰკითხეს, რაზეც თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი შესწავლილი ჰყავს.

„დიდი მოლოდინია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თასი მოვიგოთ. კვარაცხელია? ის ტოპ ფეხბურთელია, მაგრამ სერია A-ს მატჩის წინ უკვე შევისწავლე, ლამაზი დუელი იქნება“, - თქვა კაიოდემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლი“ – „ფიორენტინას“ მატჩი 18 იანვარს გაიმართება. კაიოდე მარჯვენა მცველია და შესაბამისად, კვარაცხელიას პირველი მეურვე იქნება. სერია A-ში მათი დაპირისპირება უკვე შედგა და მაშინ ფლორენციელებმა ნეაპოლში 3:1 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125925