ჩოგბურთი

18:16 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი სანდერლენდის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდში მიმდინარე ტურნირზე (M25) პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ბრიტანელ პატრიკ ფოლის დაუპირისპირდა და 2 სეტში 7:6, 6:4 გაიმარჯვა.

28 წლის სპორტსმენს მასპინძელის დასამარცხებლად საათი და 45 წუთი ეყო. შედარებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე 7-2 მოიგო.

ქართველი მერვედფინალშია გასული და მეტოქეს ელოდება, რომელიც იტალიელ ფაუსტო ტობაკოსა და ფრანგ დან ედედს შორის გამარჯვებულს იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11281