ფეხბურთი

11:00 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "კარიერაში ბევრი მარცხი განვიცადე, "ბარსელონა" დაბრუნდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მადრიდის „რეალთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინ მძიმე დღეები იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „ბარსელონა“ დაბრუნდება.

„იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ, თუმცა ეს ფეხბურთია. ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარეთ. შეგვეძლო სიტუაციის შეცვლა, მაგრამ 3:1-მა ჩვენზე ცუდად იმოქმედა. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. კარიერაში ბევრი მარცხი განვიცადე, მაგრამ ფეხზე წამოდგომას ვახერხებდით. „ბარსაც“ დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება.

მძიმე დღეები იქნება და კრიტიკა, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ. არ ვიყავით იმ დონეზე, რაც საჭირო იყო. მჯერა გუნდის პროექტის, თუმცა თვითკრიტიკაც საჭიროა. წინ მთელი სეზონია და სამი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი გვაქვს, დარწმუნებული ვარ, „ბარსა“ დაბრუნდება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგაში მეოთხე ადგილზეა, ასევე აგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109747