ფეხბურთი

11:32 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" რუმინელი მცველი დაიმატა

რუმინეთის ნაკრების მცველი რადუ დრაგუშინი „ტოტენჰემში“ გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „დეზებმა“ „ჯენოას“ 30 მილიონი ევრო გადაუხადეს, საიდანაც 20% ტურინის „იუვენტუსს“ ერგება, სადაც რუმინელმა კარიერა დაიწყო.

დრაგუშინმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 6-ნომრიანი მაისური მოირგო.

რადუ დრაგუშინი „იუვენტუსის“ აღზრდილია, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ის განათხოვრებული იყო „სამპდორიასა“ და „სალერნიტანაში“, ხოლო „ჯენოაში“ 2022 წლიდან 62 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 21 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145614