ფეხბურთი

14:22 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს

„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა „ჩელსიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონელები სერიოზულ ინტერესს იჩენენ.

საქმე ისაა, რომ დიბალას კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მას არაიტალიურ გუნდში გადასვლა შეუძლია, თუ დაინტერესებული გუნდი 12 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს თანხა კი, „ჩელსისთვის“ დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამდენად, ახლა საბოლოო სიტყვა არგენტინელ თავდამსხმელზეა.

გადამწყვეტი იქნება ეს კვირა, რადგან უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ ყველა ტურნირზე 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მას „რომამადე“ „კორდობაში“, „პალერმოსა“ და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115025