ფეხბურთი

2:17 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე კარიერას სერია A-ს კლუბში გააგრძელებს

ქუთაისის „ტორპედოს“ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი საბა გოგლიჩიძე კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე დღეში ქართველი ტოსკანურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც აურელიო ანდრეაცოლის განკარგულებაში იქნება. ჯერჯერობით, ტრანსფერის და კონტრაქტის დეტალები უცნობია.

„ემპოლიში“ თავის დროზე ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს აქვთ ნათამაშები. ტოსკანელები ამჟამად სერია A-ში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი და საბა საზონოვი თამაშობენ.

19 წლის საბა გოგლიჩიძე „ტორპედოში“ 2019 წლიდან თამაშობს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109928