ფეხბურთი

12:54 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასმა "ლაიფციგთან" კონტრაქტი გააფორმა

„ნაპოლის“ აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა „ლაიფციგთან“ კონტრაქტი გააფორმა. ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გაფორმების შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებმა 25 მილიონი ევრო მიიღეს. ამრიგად, 1-ლი იანვრიდან ის უკვე „ლაიფციგში“ თამაშს მოახერხებს.

ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019 წლიდან 185 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „რაბოტნიჩკის“ და „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116436