ფეხბურთი

17:40 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" კიეზა გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზა გამოაკლდა. მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ „ფროზინონესთან“ მატჩში ის ვერ ითამაშებს.

კიეზას მყესის დისკომფორტი აწუხებს. როგორც ტურინელთა თავკაცმა თქვა, საშიში არაფერია, მაგრამ ტკივილით ფეხბურთელის თამაში სწორი არ იქნებოდა, ამიტომაც, უახლოეს შეხვედრაში ფედერიკო მონაწილეობას არ მიიღებს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ფედერიკო კიეზამ 15 მატჩში თავის გამოჩენა 5 გოლით და 2 საგოლე პასით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11101