ფეხბურთი

20:15 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი სუპერლიგის წინააღმდეგი არ არის

„ნაპოლი“ სუპერლიგის პროექტის წინააღმდეგი არ არის. ANSA-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს მოსწონს ახალი ტურნირის იდეა.

დე ლაურენტისი ფიქრობს, რომ ფეხბურთს სერიოზული რეფორმები სჭირდება, ხოლო ფიფასა და უეფას მოძველებულ სისტემებად მიიჩნევს. წყაროს თანახმად, „ნაპოლის“ პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს სუპერლიგის მხარდამჭერ კლუბებთან დიალოგი წამოიწყოს.

შეგახსენებთ, რომ რომ უეფასა და სუპერლიგას შორის მორიგი ბრძოლა გაჩაღდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ უეფას შეზღუდვები ახალ ტურნირთან დაკავშირებით უკანონოდ ცნო. ამ ეტაპზე სუპერლიგას ღიად მხარს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უჭერენ, მანამდე პროექტში „იუვენტუსიც“ იყო, მაგრამ ანდრეა ანიელის კლუბიდან წასვლის შემდეგ ტურინელთა პოზიციაც შეიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111082