ფეხბურთი

22:30 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დღეს უკვე ვიცოდი, რომ მესი ოქროს ბურთს მოიგებდა"

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლიონელ მესიმ ეს ჯილდო დამსახურებულად მოიგო.

„მე პირდაპირ საუბრის არ მეშინია. მესი იმსახურებდა „ოქროს ბურთს“, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა, საუკეთესო. თუნდაც, მე და ჰოლანდს შესანიშნავი სეზონი გვქონდეს, ის იმსახურებდა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის საღამოს უკვე ვიცოდი, რომ მესი „ოქროს ბურთს“ მოიგებდა“, - თქვა მბაპემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112099