ფეხბურთი

22:14 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: დე ლაურენტისი გარსიას შემცვლელს 48 საათში შეარჩევს

„ნაპოლიდან“ რუდი გარსიას გათავისუფლებას როგორც ჩანს, მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ ფრანგ სპეციალისტს არც კი შეხვდა და მისი გაშვება გადაწყვიტა. დე ლაურენტისი კლუბის ხელმძღვანელებთან თათბირს ატარებს, რათა გარსიას შემცვლელი შეარჩიოს.

იტალიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ რუდის შემცვლელს დე ლაურენტისი უახლოეს 48 საათში შეარჩევს, ხოლო ოთხშაბათიდან, როდესაც „ნაპოლი“ ვარჯიშს განაახლებს, საწვრთნელ პროცესს გარსია აღარ უხელმძღვანელებს.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას, მაგრამ 4 ვარიანტი ყველაზე აქტიურად სახელდება - იგორ ტუდორი, ანტონიო კონტე, ფაბიო კანავარო და ვალტერ მაძარი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063308