ფეხბურთი

12:10 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა მამარდაშვილის დაზიანებაზე: "გიორგი კარგადაა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (1:5) შემდეგ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თამაშის შეფასების გარდა, გიორგი მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა მცირე კომენტარი.

მამარდაშვილს პირველ ტაიმში დაზიანების გამო ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა თამაში გააგრძელა. ქართველი მეკარის პრობლემა უმნიშვნელო გამოდგა.

„პირველ ტაიმში 3 მომენტი გვქონდა და გოლი ვერ გავიტანეთ, მეტოქემ კი სამი დარტყმიდან კი 2 გოლი გაიტანა. სწორედ ამან განაპირობა განსხვავება, თუმცა, ჩემთვის უფრო მტკივნეული მეორე ტაიმის დასაწყისია, როცა ინტენსივობა გვაკლა და როცა ამ დონის თამაშს თამაშობ, უფრო ინტენსიური ფეხბურთი უნდა აჩვენო.

ასეთი მარცხისგან დადებითს ვერაფერს მიიღებ, რაც დღეს ვნახე არ მომეწონა, ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მამარდაშვილის ტრავმა? სერიოზული არაფერია, ის კარგადაა“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 13 ტურში 18 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, „სელტას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124597