ფეხბურთი

22:22 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ზედიზედ მეორედ მოიგო, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-11 ტურში „აიაქსმა“ „ჰერენვეენი“ 4:1 დაამარცხა, მაგრამ ისევ გიორგი მიქაუტაძის გარეშე.

ამსტერდამელთა ახალი მწვრთნელი, ჯონ ვან ტსხიპი, გიორგის არათუ ძირითადში, არამედ საერთოდ არ ათამაშებს, რადგან ზედიზედ მეორედ დატოვა თადარიგში.

„აიაქსმა“ ადვილად მოიგო, ჩუბა აკპომის დუბლით, სტივენ ბერგვაინის და ბრაინ ბრობის გოლებით. ბრობი და აკპომი მიქაუტაძის პირდაპირი კონკურენტები არიან, მათ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანეს გოლები. თან ძირითადში მხოლოდ ერთი თამაშობს. მოკლედ, ქართველის საქმე ნიდერლანდებში ძალიან ცუდადაა, სადაც ოთხ უგოლო მატჩს ითვლის.

„აიაქსმა“ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურშ კი 12 ნოემბერს, „ალმერეს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117628