ფეხბურთი

21:03 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "თამაშიდან გამომდინარე ანგარიში ლოგიკური არ არის"

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ლიეტუვასთან მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს და ანგარიში თამაშის რეალურ სურათს არ ასახავს.

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. 7 რეალური საგოლე შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ დასკვნით ფაზაში არ გვიმართლებდა. 0:3 - ეს ის შედეგია, რომელიც ამ თამაშს რეალურად არ ასახავს. თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. ისინი მოედანზე ძალებს არ იშურებდნენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და გავაგრძელოთ პროგრესი. ეს მონდომება და თავდადება შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - თქვა ანტმანმა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 2 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1-ელ დეკემბერს, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ლიეტუვის დარად 4 ქულა აქვს, ხოლო ლიდერი თურქეთია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117641