რაგბი

0:29 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასზე მე-3 ადგილისთვის მატჩს იმსაჯებს

ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩს იმსაჯებს არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის.

მატჩის მთავარი მსაჯი ავსტრალიელი ნიკ ბერი იქნება, რომელსაც ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი და ამაშუკელი დაეხმარებიან. მატჩი 27 ოქტომბერს, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.

ნიკა ამაშუკელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი მსაჯის რანგში 3 მატჩი განსაჯა, ხოლო 4-ჯერ ასისტენტის როლში იყო. ის პირველი ქართველი არბიტრია, რომელსაც მსოფლიო თასზე აქვს ნამუშევარი.

მსოფლიოს ჩემპიონატი 28 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც ფინალში ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117628