ფეხბურთი

19:07 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ 32 წლის შემტევი „ტორონტოში“ უკმაყოფილოა და კანადური კლუბის დატოვება სურს, მით უფრო ახლა, როდესაც „ტორონტომ“ სეზონი დაასრულა.

იტალიურმა მედიამ ლორენცო რომის „ლაციოს“ დაუკავშირა. ჯერ უცნობია შესაძლო ტრანსფერის დეტალები, მაგრამ „არწივებს“ მაურიციო სარი ავარჯიშებს, რომელიც ინსინიესთან „ნაპოლიში“ მუშაობდა, შესაბამისად, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.

ლორენცო ინსინიემ „ტორონტოში“ დღემდე 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „კავეზეს“, „ფოჯას“, „პესკარას“ და „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა. ნეაპოლურ კლუბში მან 434 შეხვედრაში 122 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111439