ფეხბურთი

11:28 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი დე ლაურენტისის განცხადებამ გააბრაზა

ვიქტორ ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის დაძაბული ურთიერთობაა. აურელიო დე ლაურენტისის ბოლო განცხადებაც ამაზე მიანიშნებდა.

„აძურის“ პრეზიდენტმა თქვა, რომ ოსიმენს კონტრაქტზე აგვისტოში სიტყვიერად შეუთანხმდა, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთელმა უკან დაიხია და აზრი შეიცვალა. Il Mattino იტყობინება, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა და მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ ეს სიტყვები კარგად არ მიიღეს, ისინი გაბრაზდნენ დე ლაურენტისზე, რადგან სიმართლე არ თქვა.

ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, შესაბამისად, მხარეები თუ ვერ შეთანხმდებიან, იტალიელებს მისი გაყიდვა დამდეგ ზაფხულს მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110793