ფეხბურთი

0:10 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "თავდამსხმელი ვარ და გოლები მჭირდება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ კვიპროსთან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მან ნაკრების რიგებში მე-9 გოლი გაიტანა.

„რთული პირველი ტაიმი იყო, ვერ ვთამაშობდით. გოლი რომ გავიდა, თამაში გაიხსნა და უფრო ადვილი გახდა, რასაც 3 გოლი მოჰყვა. პენალტის დარტყმა მინდოდა, მაგრამ ქოჩორაშვილსაც უნდოდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ მე დავარტყამდი.

„აიაქსის“ მწვრთნელი პოკერის შემდეგ მესაუბრა და მომილოცა. ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო და ისე ვითამაშო, როგორც გიორგი მიქაუტაძე, ვნახოთ რა იქნება მომავალში. თავდამსხმელი ვარ და გოლები მჭირდება“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074062