ფეხბურთი

21:10 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, რომელიც თავის კლუბში არ დააფასეს"

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგულ კლუბში ის, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი სათანადოდ არც დააფასეს.

„სიმართლე ის არის, რომ არ გამოვიდა ისე, როგორც ველოდი. თუმცა, ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს, რომ რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში საქმე კარგად არ მქონდა, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელსაც თავისი კლუბისგან აღიარება არ ჰქონდა, განსხვავებით ნაკრებში ჩემი 25 თანაგუნდელისგან“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში 2021-2023 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ამერიკაში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110721