ფეხბურთი

12:30 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" დირექტორი: "შეიძლება საზონოვი წავიდეს, ერთ შეთავაზებას განვიხილავთ"

მოსკოვის „დინამოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა პივოვაროვმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ საბა საზონოვმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. როგორც მან თქვა, ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ნამდვილად, საბას მიმართ სერიოზული ინტერესია რამდენიმე კლუბიდან და ახლა განვიხილავთ ერთ-ერთ წინადადებას. არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ზაფხულს გუნდი დატოვოს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, სულ ბოლოს იტალიურ „უდინეზეს“. მას „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122552