ფეხბურთი

11:03 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ჰაკიმ ზიეში ორიგინალურად წარადგინა (+VIDEO)

ჰაკიმ ზიეში კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს. თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად, თანაც ძალიან ორიგინალურად დაადასტურა.

„ტრაბზონსპორთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც მაურო იკარდიმ დუბლი შეასრულა, მაროკოელი ფეხბურთელი ტრიბუნებზე გულშემატკივრებთან ერთად იყო - ამგვარად წარადგინეს ის „ლომებმა“.

ზიეში „გალათასარაის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის ახლოს იყო საუდის არაბეთში გადასვლასთან, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და საბოლოოდ თურქეთში აღმოჩნდა.

ჰაკიმ ზიეშმა „ჩელსიში“ 2020 წლიდან 107 თამაშში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჰერენვეენში“, „ტვენტესა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129837