ფეხბურთი

23:50 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა შეიძლება ლუჩანო სპალეტის უჩივლოს

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რის გამოც შესაძლოა მას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უჩივლოს.

ცნობილია, რომ 64 წლის სპეციალისტს „ნაპოლისთან“ 1-წლიანი ცალმხრივი კონტრაქტი აკავშირებდა და დე ლაურენტისი უარს ამბობდა მისგან გათავისუფლებაზე, თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 3 მილიონი ევროს კომპენსაციას არ გადაიხდიდა. ეს ფედერაციას არ გაუკეთებია, მაგრამ სპალეტი მაინც დანიშნეს.

Sky Sport-ს ცნობით, სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული დე ლაურენტისმა თავის ყოფილ მწვრთნელს უჩივლოს, მაგრამ იქვე აღნიშნული გამოცემა იტყობინება, რომ ლუჩანო და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მშვიდად არიან. მათმა იურისტებმა საკითხი საფუძვლიანად შეისწავლეს და დარწმუნებული არიან, რომ „ნაპოლის“ კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვს, ამიტომ მზად არიან პრეზიდენტის ნებისმიერი ინიციატივის წინაშე წარდგნენ, მათ შორის, სასამართლოშიც.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრები 2026 წლის ზაფხულამდე ჩაიბარა და მუშაობას ოფიციალურად 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112033