ფეხბურთი

18:45 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზას ძმა "სამპდორიაში" ითამაშებს

ენრიკო კიეზას შვილი და ფედერიკო კიეზას ძმა, ლორენცო კიეზა კარიერას „სამპდორიაში“ გააგრძელებს.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც „ფიორენტინას“ აკადემიაში გაიზარდა, პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გენუელებთან ძალაში 2026 წლის ზაფხულამდე იქნება.

„სამპდორია“ ნაცნობი ადგილია კიეზას მამისთვის: ენრიკო ლიგურიელებში 1987-1990, 1992-1993 და 1995-1996 წლებში გამოდიოდა და 54 მატჩში 24 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, „სამპდორიას“ მწვრთნელია ანდრეა პირლო, რომელიც 2020-2021 წლებში ფედერიკო კიეზას მწვრთნელი „იუვენტუსში“ იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა ფედერიკო კარიერაში საუკეთესო სეზონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116082