ფეხბურთი

14:47 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველ ტურში ვერ ითამაშებს

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. ინფორმაცია „ნაპოლიმ“ ოფიციალურად დაადასტურა.

კვარას კუნთების გადაღლილობა აღენიშნება, რის გამოც დაისვენებს და „ფროზინონეს“ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვარამ დღევანდელი ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად გაატარა, ნაწილი - ინდივიდუალურად პრობლემის გამო.

შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ ის „ფროზინონესთან“ საგარეო მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ სავარაუდოდ, ის სერიოზული არ არის.

ხვიჩას მსგავსი პრობლემის გამო პრესეზონზეც მოუწია რამდენიმე დღის გამოტოვება. „ნაპოლი“ „ფროზინონეს“ 19 აგვისტოს, სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11921