ფეხბურთი

1:50 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა კლუბმა ბონოსთვის ბრძოლა "ბაიერნს" მოუგო

„სევილიას“ მეკარე იასინ ბონო ახლოსაა საუდის არაბეთში გადასვლასთან. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ალ-ჰილალმა“ მაროკოელი მეკარისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა.

„სევილია“ 18-19 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ ბონოს შეძენა „ბაიერნს“ სურდა, მაგრამ რომანო იტყობინება, რომ გერმანელებმა მოლაპარაკებები დატოვეს, რადგან „ალ-ჰილალის“ შეთავაზება უფრო მაღალია.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს ხანში განხორციელდება. „ალ-ჰილალმა“ ცოტა ხნის წინ ნეიმარი დაიმატა, შესაბამისად, ახლა მეკარის პოზიციასაც გააძლიერებს.

იასინ ბონოს „ვიდადში“, „ატლეტიკოში“, „სარაგოსაში“, „ჟირონაში“ და „სევილიაში“ უთამაშია. ანდალუსიურ გუნდში მას 2019 წლიდან დღემდე 141 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108543