საუდის არაბეთის ჩემპიონატის, Pro League-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარლო ნოჰრამ განაცხადა, რომ ფეხბურთელები მათთან მხოლოდ ფულის გამო არ გადადიან. როგორც აღნიშნა, საუდის არაბეთში დიდი ამბიციები აქვთ და ეს ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის მიმზიდველია.
„ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები, რაც ქვეყნის ამბიციებს ასახავს. გვინდა, რომ საუკეთესოები ვიყოთ, ფეხბურთელებს ახალი არხი შევთავაზეთ. აქ ფეხბურთელები მხოლოდ ფულისთვის არ მოდიან. ჩვენ გვაქვს დიდი, ამბიციური, თამამი და მიმზიდველი პროექტი. ფეხბურთელებმა გააცნობიერეს, რომ ისინი რაღაც განსხვავებულის და დიდის ნაწილი არიან, მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ განვითარებას. ახლაც იმას ვაკეთებთ, რასაც ადრე ვაკეთებდით“, - თქვა ნოჰრამ.
შეგახსენებთ, რომ არაბულმა კლუბებმა მიმდინარე ზაფხულს არაერთი ვარსკვლავის გადაბირება შეძლეს.







