ფეხბურთი

18:49 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი "ტოტენჰემმა" 40 მილიონად იყიდა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ გერმანული „ვოლფსბურგიდან“ მიკი ვან დე ვენი გადაიბირა. 22 წლის ნიდერლანდელი მცველის ტრანსფერი „დეზებს“ 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.

სხვათა შორის, ვან დე ვენმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოში ითამაშა, სადაც ნიდერლანდელთა კაპიტანი იყო. მან „ტოტენჰემთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 37-ნომრიანი მაისური მოირგო.

ვან დე ვენმა კარიერა „ვოლენდამში“ დაიწყო, 2022 წლიდან კი „ვოლფსბურგის“ წევრი იყო, სადაც 41 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119159