ფეხბურთი

19:27 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდოს" მწვრთნელი: "ცირკი მოაწყვეს, არ მაინტერესებს, რომ მესია, უნდა გაეძევებინათ"

„ორლანდო სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ პარეხამ „ინტერ მაიამისთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო, მსაჯები გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, მესი გაძევებას იმსახურებდა და მსაჯმა ნამდვილი ცირკი მოაწყო - ის მხოლოდ იმიტომ არ გააძევა, რომ მესია.

„ამ საღამოს ნამდვილი ცირკი ვნახეთ. მესი მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა, შესაბამისად, გაძევებას. არ მაინტერესებს, რომ ეს მესი იყო. არც პენალტი იყო და მსაჯის სხვა გადაწყვეტილებებიც სასაცილო გახლდათ. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. ამ თამაშში იყო რაღაცები, რომლებიც არ უნდა მომხდარიყო“, - თქვა პარეხამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ სამი მატჩი ჩაატარა და უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11043