ფეხბურთი

19:00 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოლიტანო: "მეტი სათამაშო დრო მსურს, ჩემი აგენტი "ნაპოლისთან" ისაუბრებს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა მატეო პოლიტანომ იტალიურ მედიას უთხრა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო სურს, ვიდრე გასულ სეზონში ჰქონდა. უცნობია, არის თუ არა, ეს კლუბის დატოვების სურვილის გამოხატვა, მაგრამ ფაქტია, რომ მატეო კმაყოფილი არაა.

„მინდა, რომ უფრო მეტი დრო ვითამაშო, ვიდრე შარშან ვითამაშე და მეტი გოლი გავიტანო. ჩემს აგენტს უკვე ვუთხარი, რომ პირველი მან უნდა ილაპარაკოს კლუბთან და შემდეგ ყველა შევაფასებთ სიტუაციას“, - თქვა პოლიტანომ.

შეგახსენებთ, რომ მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, ხოლო გასულ სეზონში 37 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე ნათამაშები აქვს „პერუჯაში“, „პესკარაში“, „სასუოლოსა“ და „ინტერში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11049