კალათბურთი

15:22 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.

სლოვენია ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა. მათმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდერ სეკულიჩმა გუნდში 20 კალათბურთელი გამოიძახა. სლოვენიელები მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან, რის შემდგომაც ამ სიიდან საბოლოო განაცხადი შეირჩევა.

სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

იაკა ბლაჟიჩი, საშა ჩიანი, ვლატკო ჩანჩარი, იაკობ ჩებასეკი, ზიგა დმეცი, ლუკა დონჩიჩი, ზორან დრაგიჩი, გრეგორ გლასი, გრეგორ ჰროვატი, ვრბან კლავზარი, ალიაზ კუნცი, მიჰა ლაპორნიკი, იური მაცურა, ბლაჟ მაჰკოვიჩი, იორდან მორგანი, ალექსეი ნიკოლიჩი, ბინე პრეპელიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ზიგა სამარი, მაიკ ტობი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს მეტოქეები ჯგუფში სლოვენიის გარდა, კაბო ვერდესა და ვენესუელას ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137567