ფეხბურთი

15:16 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი: "ოსიმენი კავანის მაგონებს"

ვეტერანმა ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი ედინსონ კავანის ჰგავს. ის ურუგვაელის თანაგუნდელი იყო და მას ძალიან კარგად იცნობს.

„ნაპოლიმ“ სკუდეტო საუკეთესო ფეხბურთის თამაშით მოიგო, სპალეტიმ წარმოუდგენელი ჯგუფი შეკრა. ოსიმენი? ის კავანის მაგონებს, რადგან სიღრმეებში ძალიან სწრაფად მოქმედებს და ამ სეზონში სიგიჟეები გააკეთა. ედინსონი ყველაზე მეტს ვარჯიშობდა, როდესაც ვარჯიში სრულდებოდა, ის რჩებოდა და კარში დარტყმაზე ვარჯიშობდა. გოლი რომ არ გაეტანა, გიჟდებოდა, გოლით ცოცხლობდა.

ადრე უფრო ბევრი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის, მაგრამ სერია A მაინც ძალიან ძლიერი და საინტერესო შეჯიბრია. ამას ადასტურებს ევროთასების ფინალში სამი იტალიური გუნდის გასვლა“, - თქვა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ გორან პანდევი „ნაპოლიში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და 124 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მან კარიერა ერთი წლის წინ „პარმაში“ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119717