სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:20 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ონანას შემცვლელად მამარდაშვილსაც განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერს“ დაუკავშირეს.

Corriere Della Sera-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ „ნერაძური“ ანდრე ონანას ვერ შეინარჩუნებს, მის პოტენციურ შემცვლელებში 22 წლის ქართველ მეკარესაც განიხილავს. ჯერჯერობით, უფრო კონკრეტული დეტალები უცნობია. მამარდაშვილის გარდა, ონანას შემცვლელად „ინტერში“ იან ზომერსა და გულიელმო ვიკარიოს განიხილავენ.

თავის მხრივ, გიორგის პრიორიტეტი პრემიერლიგაში გადასვლაა, სადაც „ჩელსის“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. თუმცა, „დეზების“ ვარიანტი თითქმის გამოირიცხა, რადგან დავიდ რაიასთან შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო „ჩელსის“ პირველი არჩევანი სწორედ ონანაა, რომლის გადასაბირებლად ინგლისელები ყველაფერს აკეთებენ.

გიორგის სხვადასხვა დროს ასევე უკავშირებდნენ "ატლეტიკოს", "ლესტერს", "ასტონ ვილას", "პორტუს" და "სევილიას". შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა. ქართველ კიპერს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112401
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X