ფეხბურთი

21:39 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისკო ესპანურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

ესპანელი ფეხბურთელი ისკო ალარკონი სავარაუდოდ კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ისკომ დეკემბერში „სევილიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, შესაბამისად, ახლა უკლუბოდაა. ამრიგად, დიდი შანსია, მან მომდევნო სეზონი მადრიდულ გუნდში გაატაროს.

31 წლის შემტევმა გასულ სეზონში „სევილიაში“ ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვალენსიაში“, „მალაგასა“ და „რეალში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 353 თამაშში თავი 53-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130707