ფეხბურთი

20:14 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფანებმა "ინტერს" დასცინეს: "მორიგი სეზონი გავიდა, ისევ ვიცე-ჩემპიონად დარჩი"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ წაგებამ „მილანის“ ფანები ძალიან გაახარა, რაც ქალაქ მილანში ნათლად ჩანს, სადაც არაერთი დამცინავი ბანერი გამოფინეს.

2021-2022 წლების სეზონში „მილანი“ იტალიის ჩემპიონი „სასუოლოსთან“ მოგებით გახდა, „ინტერი“ კი მეორე ადგილს დასჯერდა. ეს „ინტერს“ მილანისტებმა შეახსენეს:

„სასუოლოდან სტამბოლამდე კიდევ ერთი სეზონი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ისევ ვიცე-ჩემპიონებად დარჩით“.

იყო ირონიული ბანერიც მალპენზას აეროპორტში: „კეთილი იყოს ევროპის ჩემპიონების დაბრუნება!“

ქალაქში სხვა ბანერებიც გამოფინეს: „თასი არის ის, რაც უნდა ასწიოთ, არა თავი“.

„თავი მაღლა, ყურები დაბლა!“

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ ვერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113366