ფეხბურთი

22:19 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანმა პსჟ-ს მწვრთნელობაზე უარი მეორედ თქვა

„პარი სენ ჟერმენის“ მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა კრისტოფ გალტიე გაათავისუფლოს, მაგრამ პარალელურად მის შემცვლელსაც ეძებს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა, რომელიც უკვე ორი წელია უკლუბოდაა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა პარიზელები უარით გაისტუმრა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ზიდანმა პსჟ-ს მწვრთნელობაზე უარი განაცხადა.

კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი სხვა ვარიანტებზეც მუშაობს. „პარი სენ ჟერმენს“ ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანსა და ჩაბი ალონსოსაც უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც 2016-2018 და 2019-2021 წლებში ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297