ფეხბურთი

2:00 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კოლოვატი "იუვენტუსის" დასჯაზე: "ეს სამართლიანი არ არის, სპორტული უსამართლობაა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ „იუვენტუსის“ დასჯის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და სპორტული უსამართლობაა.

„ეს არ არის სამართლიანობა, ეს სპორტული უსამართლობაა. მათ ინფორმაცია თამაშამდე ერთი საათით ადრე გაიგეს. „იუვემ“ საწყისი 10 წუთი კარგად ითამაშა, პირველი გოლის შემდეგ კი ჩამოიშალა. თუმცა, მე საუბარი მაქვს სპორტულ უსამართლობაზე: სად არის მოსამართლეების სიმართლე, თუ სამი განსხვავებული განაჩენი გამოიტანეს, მითხარით, რომელია რეალური“, - თქვა კოლოვატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 20 იანვარს 15 ქულა დააკლეს, რომელიც აპრილში დაუბრუნეს, თუმცა, ამჯერად გადაწყვეტილება მესამედ შეიცვალა და 10 ქულა დააკლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114431