ფეხბურთი

0:17 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "იუვესთვის" ქულების დაკლება ხუმრობაა, ჩვენთვის, მათთვისაც და ყველასთვის"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსისთვის“ ქულების დაკლებაზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი გამოირჩევა ტურინული გრანდის წინააღმდეგ განცხადებებით, მაგრამ ამჯერად მან „იუვეს“ მხარე დაიჭირა.

„იუვენტუსისთვის“ ქულების დაკლება ხუმრობაა, 2 ტურით ადრე ჩვენთვის, მათთვის, ყველასთვის. „იუვემ“ და მაქს ალეგრიმ ქულები მოედანზე მოიპოვეს და ვწუხვარ მათ გამო. ჩემთვის, ეს სეზონი არალეგალურია“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ თავიდან 15 ქულა დააკლეს, რომელიც შემდეგ დაუბრუნეს, ხოლო ახლა, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 10 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც მეორე პოზიციიდან მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115672