ფეხბურთი

20:00 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ჩემი მომავალი? ეს დე ლაურენტისზეა დამოკიდებული, მას ჰკითხეთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დღეს Radio Kiss Kiss Napoli-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მათ შორის თავის მომავალზე, მაგრამ თქვა, რომ ამაზე აურელიო დე ლაურენტისმა უნდა ისაუბროს.

„ბიჭებმა „ინტერთან“ შესანიშნავად ითამაშეს. ანგისა სტრატოსფერული ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ზედაპირულად თამაშობს და ბურთს კარგავს. მან ყველაფრის გაკეთება იცის.

დი ლორენცო? ის არის თანამედროვე ფეხბურთელის პროტოტიპი, რომელიც ხუთ ნორმალურ ფეხბურთელს უდრის. ახლა, როგორც პროფესიონალებმა, სეზონი კარგად უნდა დავასრულოთ. ჩემი მომავალი? ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მას უნდა ჰკითხოთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, სპალეტი სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129574