ფეხბურთი

2:08 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ეს მარცხი მომდევნო სეზონისთვის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წაგება სპორტში ჩვეულებრივი მოვლენაა და დრამა არ მომხდარა. ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ეს მარცხი „რეალს“ გაუმჯობესებაში დაელოდება.

„მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. ძლიერ გუნდს შევხვდით, რომელიც ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობდა და თამაშში დაბრუნება ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელებში არანაირი ფსიქოლოგიური ვარდნა არ ყოფილა. ხანდახან შეიძლება ნახევარფინალში დაეცე, სპორტში ეს სიახლე არ არის, დრამა არ არის. სპორტის მიღმაც და ფეხბურთშიც შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სეზონი გვქონდა.

მომავალი? ფლორენტინო პერესს შევხვდი, ვერ გეტყვით, რა მითხრა. მან გუნდთანაც ისაუბრა. ნათელია, რომ ეს წაგება მომდევნო სეზონში გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 10 ივნისს, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113478