სხვა

14:09 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო (+VIDEO)

ნაცუ ბაშო დაიწყო და დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს და მისი მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი აკუა იყო, რომელთანაც ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით წააგო.

ტოჩიმ აღნიშნულ მეტოქესთან დღეს ურთიერთშეხვედრებში მე-5 ბრძოლა გამართა და მოგება წაგების ბალანსში ჩამორჩა, რადგან 2 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს.

">www.youtube.com/watch?v=wDkqnR9RQJc]

ტოჩინოშინის ბრძოლა 18:33-დან

ამრიგად, 34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო, ხვალ კი ჯურიოს მეოთხე ნომერ როგას შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104753