ფეხბურთი

0:46 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი "ნაპოლის" ფეხბურთელზე: "გუნდში რომ მოვიდა, ღიპი ჰქონდა და მომღერალი მეგონა"

„ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ნაპოლის“ მცველ მატიას ოლივერაზე ისაუბრა, რომელსაც თავის დროზე ესპანურ კლუბში წვრთნიდა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, როდესაც ურუგვაელი ფეხბურთელი პირველად ნახა, მომღერალი ეგონა.

„მახსოვს, როდესაც ის გუნდში მოვიდა, მეგონა, რომ ორკესტრის მომღერალი იყო. წითლებში ჩაცმული და ჭარბწონიანი იყო, ამიტომ არ მეგონა, რომ ფეხბურთელი იყო. ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი: „ამას ღიპი აქვს!“ ის მოვიდა სხვა ჩემპიონატიდან, სადაც არ გააჩნიათ კულტურა, რომლის მიხედვით ფეხბურთელებმა უნდა იზრუნონ საკუთარი თავის კვებაზე და ყველაფერზე. ჩვენ მას ყველანი დავეხმარეთ და ისიც რეჟიმში ჩადგა. ახლა კი ვხედავთ, რომ „ნაპოლის“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და სერია A-ს ლიდერში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას ოლივერა „ხეტაფეში“ 2017-2022 წლებში თამაშობდა, ხოლო „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა. რაც შეეხება ბორდალასს, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი იყო, „ხეტაფეში“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117093