ფეხბურთი

0:37 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციო: "ეჭვი არ მეპარება, რომ კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში არ დატოვებს. გამოცდილ იტალიელს ეჭვი არ ეპარება, რომ 22 წლის ქართველი მომდევნო სეზონსაც ნეაპოლში გაატარებს.

„კვარაცხელიას ტრანსფერი ზაფხულის თემა არ იქნება. შესაბამისად, ქართველი მომდევნო სეზონშიც ნაპოლის ფეხბურთელი იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება, კონტრაქტის მიუხედავად, ბუნებრივია, რომ ტრანსფერიდან 8 თვის შემდეგ ეს თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, სპალეტიც გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩება“, - თქვა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06339