კალათბურთი

15:56 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი რეკორდულ ფასად გაიყიდა

"ჩიკაგო ბულსისა" და "ვაშინგტონ ვიზარდსის" ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფიანი ფეხსაცმელი აუქციონზე რეკორდულ თანხად - 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. საუბარია იმ სპორტულ ფრხსაცმელზე, რომელიც ამერიკელ კალათბურთელს 1998 წლის NBA-ის სუპერფინალის მეორე შეხვედრაში ეცვა.

"ჩიკაგო ბულსისა" და "იუტა ჯაზის" დაპირისპირება ჩიკაგოელების გამარჯვებით - 93:88 დასრულდა, ჯორდანმა კი აღნიშნულ შეხვედრაში საკუთარ გუნდს 37 ქულა შესძინა.

თამაშის დასრულების შემდეგ მაიკლმა ფეხსაცმელი მეტოქე გუნდის "ბურთის მონტან ბიჭუნას" აჩუქა, რომელმაც ლეგენდარული კალათბურთელის დაკარგული ქურთუკი იპოვა და თან სტუმართა გასახდელზე ზრუნვა ევალებოდა.

„დღევანდელი რეკორდული შედეგი კიდევ უფრო ადასტურებს, რომ მაიკლ ჯორდანის სპორტულ სამახსოვრო ნივთებზე მოთხოვნა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს", - განაცხადა Sotheby'-ს ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელად ასევე ჯორდანის Air Ships ითვლებოდა. აღნიშნული ნივთი 2021 წელს 1.472 მილიონ დოლარად გაიყიდა. გასულ წელს კი მაისური, რომელიც NBA-ის ლეგენდას ბოლო სეზონში ეცვა, აუქციონზე 10.1 მილიონ დოლარად შეიძინეს, რაც დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ სამატჩო ატრიბუტად ითვლება ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113404