ფეხბურთი

1:45 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "მაგარია ამდენ ხალხს რომ ახარებ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ ნორვეგიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

გიორგი მამარდაშვილი: „რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ დადებითად შევაფასებ, რადგან თამაშამდე დიდი წნეხი იყო. პირველი 20-25 წუთი გაგვიჭირდა, შემდეგ კი გამოვასწორეთ. მიხარია გუნდს რომ დავეხმარე, მაგრამ ვერცერთ სეივს გამოვარჩევ, ჯერ არ მინახავს განმეორებით“.

გიორგი მიქაუტაძე: „მაგარი გარემო იყო, ძალიან კარგია, ამდენ ხალხს რომ ახარებ. მეორე ტაიმში კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ, 1 ქულა ავიღეთ“.

ბუდუ ზივზივაძე: „ძალიან რთული პირველი ტაიმი იყო, არეულები ვიყავით, მეორე ტაიმში მობილიზება მოვახერხეთ, ჩვენს თავში ძალა ვიპოვეთ და გავათანაბრეთ. შემდეგ მომენტებიც გვქონდა, მაგრამ პირველი ტაიმიდან გამომდინარე ფრე კარგი შედეგი იყო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ნორვეგიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11541