სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

20:45 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო-სარასენსი 40:17 ყაზბეგი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დაისვენებს და მეორე ეტაპზე ქუთაისის ‘აიას’, ან რუსთავის ‘ხარებს’ თბილისში უმასპინძლებს.

მე-17 ტურის დასკვნით მატჩში დიდ დიღმელებმა სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბონუსით – 40:17 მოუგეს, 58 საცხრილო ქულა დააგროვეს 6-6-ით გაასწრეს მდევრებს, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში წარმოუდგენელია. ‘ყაზბეგს’ 40 ქულა დარჩა და მე-7 პოზიციაზეა. ის 1 ქულით ჩამორჩება ‘არესს’, 2-ით ‘ყოჩებს’ და 4-ით ‘ბათუმს’. სტეფანწმინდელები დასკვნით ტურში ‘ხარებს’ მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსიც ექნება, რადგან პარალელურად, ‘ყოჩები’ ‘ბათუმს’ სტუმრად ეთამაშება.

განვლილი შეხვედრა „ავჭალაზე“ გაიმართა, მაღალ ტემპში წარიმართა და პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ‘ლელო’ გარდასახული ლელოთი ორჯერ დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა ასევე ორი გარდასახული ლელოთი უპასუხეს. ანგარიში მე-3 წუთზე ნიკა სვიმონიშვილმა, კარგი ხელდახელ შეტევის შედეგად გახსნა. ‘ყაზბეგმა’ კარგი შეტევების სერიით უპასუხა და მე-14 წუთზე მოლი ლუკა ჩქარეულის ლელოთი დასრულდა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა ხაზზე გაშალეს ბურთი, გაგა ქევხიშვილი სისწრაფეში მბოჭავს დაუსხლტა და თავისიანები კვლავ დააწინაურა. 33-ე წუთზე გაგა ყენიამ მეტოქის 22-ში ბურთი დიდხანს ატარა და ლელოში გუგუა ხულელიძეს შეაყოლა. ირაკლი ყიასაშვილმა და ოთარ ტალახაძემ გარდასახვები გამოიყენეს – 14:14.

მეორე ტაიმი სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა 10 წუთის შემდეგ ‘ლელომ’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, ჩვეულ სტილში, ფაზური შეტევებით მეტოქის დაცვა შეასუსტა და შალვა აფციაურის ლელო ყიასაშვილმა გარდასახა. ტალახაძემ ჯარიმით 3 წუთში უპასუხა, მაგრამ ‘ყაზბეგმა’ მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა, მასპინძლებმა კი კიდევ 3 ლელო გაიტანეს:

58-ე წუთზე ბექა გელხვიძემ მოლი ლელოთი დაასრულა; 73-ეზე მოლმა მიზნამდე ვერ მიაღწია, თუმცა დარტყმების სერიის შემდეგ, ფეხით ლელოში შეცურებულ ბურთს გიორგი ჩიქოვანი მიყვა; ყიასაშვილმა ორივე გარდასახა, გაწითლებულ დროზე კი საბოლოო შედეგი არჩილ აბესაძემ ლელოთი დააფიქსირა – 40:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოგიტა რიკაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118225
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X