ფეხბურთი

15:30 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "ნაპოლი" ასეთ სეზონს იმსახურებს, კვარაცხელია კატეგორიის მიღმაა"

კანადური „ტორონტოს“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „აძური“ იმსახურებს იმ წარმატებას, რასაც აღწევს.

„ნაპოლი“ გასაოცარ სეზონს ატარებს. შესანიშნავი გუნდია დიდებული ფეხბურთელებით. ისინი იმსახურებენ ყველა წარმატებას, რაც აქვთ. კვარაცხელია კი ნებისმიერი კატეგორიის მიღმა მყოფი ფეხბურთელია. მეორე მხრივ, „ნაპოლი“ ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც ჩვენ „იუვენტუსში“ წარსულში უკვე გავაკეთეთ“, - თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 19-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11367