ფეხბურთი

15:03 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ნიჭიერი ნიდერლანდელი მცველის დამატებას გეგმავს

ინგლისური "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დაცვითი რგოლის გასაძლიერებლად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. Tuttosport-ის ინფორმაციით მერსისაიდულ კლუბს „ტორინოს“ მცველის, პერ შურსის დამატება სურს.

წყაროს ცნობით. „წითლები“ ნიჭიერ ფეხბურთელში 44 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას გეგმავენ. თუმცა, ნიდერლანდელის დამატება კიდევ ორ ინგლისურ კლუბს - „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველმა 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც ნქონდა. ტურინულ კლუბს მათან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116742