ფეხბურთი

16:23 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩუამენი: "მბაპე სტიმულს გვაძლევდა, კარგი კაპიტანი იყო"

ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა ნიდერლანდებს 4:0 აჯობა. მატჩის დასრულების შემდეგ აურელიან ჩუამენმა შეხვედრა შეაფასა. მან ასევე კილიან მბაპეს კაპიტნობაზეც ისაუბრა.

"მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე კილიანმა მშვენივრად ითამაშა. სტიმულს გვაძლევდა, რომ გვეთამაშა სწრაფი ფეხბურთი. გაიტანა გოლები და როცა საჭირო იყო დაცვაშიც გვეხმარებოდა. კარგი კაპიტანი იყო.

ნიდერლანდების ნაკრებს რაც შეეხება, საკადრო პრობლემებით თუ მის გარეშე, მსოფლიო რეიტინგში კვლავ მეექვსე ადგილზეა, ამიტომ ჩვენი საქმე სწორად უნდა გაგვეკეთებინა", - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ნაკრები 27 მარტს, სტუმრად ირლანდიას შეხვდება.

0.135589