კალათბურთი

10:58 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ 8 წუთი ითამაშა, "ორლანდო" "ფინიქს სანსთან" დრამარულ მატჩში დამარცხდა (+VIDEO)

NBA-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა". ქართველი კალთბურთელის გუნდი მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 70-ე შეხვედრაში „ფინიქს სანსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 113:116 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 8 წუთი ითამაშა, რა დროშიც: 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მისი მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ +9-თ დაწინაურდა, რაც სტუმართა საუკეთესი მაჩვენებელი იყო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი ორლანდოელი ფულცი გახდა. 24 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა, გამარჯვებულთაგან კი დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

„ორლანდო მეჯიქს“ 70 მატჩიდან 28 მოგება და 42 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცამეტე ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო თამაშს 18 მარტს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117787