სხვა

1:50 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში გალიდერდა

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა. ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა და მესამე ადგილიდან გალიდერდა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის რეიტინგის სათავეში მოექცა.

32 წლის სპორტსმენმა რუსი პიოტრ იანი ხუთივე რაუნდში, სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, აშკარა უპირატესობით დაამარცხა. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული. მას MMA-ში დადებითი ბალანსი აქვს: 16 გამარჯვება და 4 წაგება, ისევე, როგორც UFC-ში, სადაც 9 ბრძოლა მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116457